ბათუმი კრივში ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

04 ივნ 2024

ბათუმი 18 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით კრივში ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.

ღონისძიება მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება და მასში მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის უძლიერესი სპორტსმენები მიიღებენ.

შეჯიბრი ორ ასაკობრივ კატეგორიაში, ახალგაზრდებსა და უფროსებს შორის ჩატარდება.