03 ივნ 2024
მექსიკის არჩეული პრეზიდენტის კლაუდია შეინბაუმის მხარდაჭერები დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ და ჩრდილოეთ ამერიკის ამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი კანდიდატის გამარჯვება იზეიმეს. ბევრი შეინბაუმის არჩევნებზე ტრიუმფს ქვეყანაში ქალთა და სხვა უმცირესობათა ჯგუფების გამარჯვებად მიიჩნევს.
კლიმატოლოგმა და მეხიკოს ყოფილმა მერმა შეინბაუმმა ხმების 60 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვა, რაც ამომრჩეველთა მხარდაჭერის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია მექსიკის დემოკრატიულ ისტორიაში.