აქტივობა სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით 

02 ივნ 2024

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მტირალას ეროვნულ პარკში სპორტული აქტივობები გაიმართა.

ღონისძიებაში აჭარის მუნიციპალიტეტიდან 8 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.

სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა ბარიერების დაძლევაში ეჯიბრებოდნენ.

ღონისძიება სპორტული ტურიზმისა და ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება.