გიორგი ყუშიტაშვილმა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

02 ივნ 2024

ქართველმა მოკრივემ გიორგი ყუშიტაშვილმა ამერიკელი ჯამარ ტელეი დაამარცხა და პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ტაილანდში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე გიორგიმ 92 კგ.წონით კატეგორიაში 4 შეხვედრა მოიგო და პარიზის ლიცენზია გაინაღდა.

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებიდან გიორგი ყუშიტაშვილის გარდა ოლიმპიური ლიცენზია ლაშა გურულსაც აქვს მოპოვებული.