ერევანში პრემიერის გადადგომას ითხოვენ

01 ივნ 2024

ერევანში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც სამართალდამცავებმა 29 პირი დააკავეს. აქციაზე შეკრებილები პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ.

ასევე აცხადებენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივ დათმობებს ეწინააღმდეგებიან.

პოლიციამ დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდა, შემდეგ კი სამართალდამცავებსა და მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა.