დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ''რეალი'' და ''დორტმუნდი'' ითამაშებს

01 ივნ 2024

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტიტულისთვის მადრიდის ''რეალი'' და დორტმუნდის ''ბორუსია'' იბრძოლებენ.

საფინალო შეხვედრა ლონდონში "უემბლიზე" თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მადრიდელები დღეს ჩემპონთა ლიგის მეთხუტმეტედ მოგებას შეეცდებიან, ხოლო დორტმუნდელები მეორედ.

"რეალს'' ჩუამენი, ალაბა და ლუნინი ვერ დაეხმარება. ''დორტმუნდს" კი ბენსაბაინი, სებასტიან ალე და დურანვილი არ ეყოლება.