სამწუხაროა ღვარძლი, კამპანია და მცდელობა ქალაქის მთავარი უწყება გადააქციონ საცირკო არენად - არჩილ ჩიქოვანი

31 მაი 2024

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოში მმართველ გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მერის განცხადებით, ოპოზიციის მთავარი მიზანია უწყება გადააქციონ საცირკო არენად.

"ძალიან სამწუხაროა ის ღვარძლი და ის კამპანია, რომელსაც განაგრძობენ და ცდილობენ ქალაქის მთავარი უწყება გადააქციონ საცირკო არენად. ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, ნაკლები საქმე გაკეთდეს ამ ქალაქსა და ქვეყანაში. ეს არის გაცხადებული პოლიტიკა, როგორც კოლექტიური ომის პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" ყველა მის შენაერთთან ერთად", - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის შელაპარაკება ფარული სატელეფონო ზარების საკითხმა გამოიწვია.