30 მაი 2024
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენენ. სარჯველაძე სესიაზე უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. ამასთან, მინისტრის მოსმენის პარალელურად, პარლამენტის უკან, აქციაა დაანონსებული.