29 მაი 2024
აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ტორეცკში რუსული მართვადი ბომბების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ დაზიანდა, განაცხადა დონეცკის რეგიონის გუბერნატორმა.
გუბერნატორის მიერ გავრცელებულ სურათებში დაზიანებული შენობები და ნამსხვრევებია დაფისირებული. ფილაშკინი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ რუსულმა ძალებმა სამი ბომბი ესროლეს ქალაქს, რომელიც დონეცკის რეგიონული ცენტრის ჩრდილოეთით მდებარეობს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. დგინდება დაღუპულთა რაოდენობა.