ისტორიაში პირველად ძიუდოისტთა ნაკრებმა ოლიმპიური თამაშების გუნდური ასპარეზობის ლიცენზია მოიპოვა

28 მაი 2024

ისტორიაში პირველად საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა,ოლიმპიური თამაშების გუნდური ასპარეზობის ლიცენზია მოიპოვა.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია სულ 10 ქართველ ძიუდოისტს აქვს. აქედან 7 ლიცენზია მამაკაცებში, ხოლო 3 ლიცენზია ქალებში, რითაც საქართველოს ნაკრები შერეულ გუნდურ ასპარეზობაშიც გამოვა.

ქართველი ძიუდოისტები, რომლებსაც პარიზი 2024-ის ლიცენზია აქვთ:

  • გიორგი სარდალაშვილი (60 კგ);
  • ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ);
  • ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ);
  • ტატო გრიგალაშვილი (81 კგ);
  • ლაშა ბექაური (90 კგ);
  • ილია სულამანიძე (100 კგ);
  • გურამ თუშიშვილი (+100 კგ);
  • ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ);
  • ეთერ ასკილაშვილი (63 კგ);
  • სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტები 27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში იასპარეზებენ.