დღეს ''დინამო'' ბათუმი გორის ''დილას'' უმასპინძლებს

27 მაი 2024

დღეს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "დინამო" ბათუმი გორის "დილას" უმასპინძლებს. მატჩი ''ბათუმი არენაზე'' 21:00 საათზე დაიწყება.

ამ დროისთვის ''დილა'' 35 ქულით გათამაშების ლიდერია, ხოლო ბათუმელები კი 30 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.