მსოფლიო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა - ბერბოკი

27 მაი 2024

მსოფლიო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ისრაელს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, სავალდებულოა და მას ისრაელმა პატივი უნდა სცეს - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა. 

ევროკავშირის მინისტრების შეხვედრის წინ. „არც ერთი ისრაელელი მძევალი არ გათავისუფლდება, თუ უფრო მეტი ადამიანი იქნება იძულებული კარვებს შეაფაროს თავი“, - თქვა ბაერბოკმა, რომელიც ისრაელის უწყვეტი საჰაერო თავდასხმების შემდეგ დევნილთა უზარმაზარ ნაკადებს გულისხმობდა.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ვრცელდება ყველაფერზე, ასევე ისრაელის ომზეც“-აღნიშნა ბერბოკმა.