საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხელვაჩაურში

26 მაი 2024

დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ ხელვაჩაურში, აქ საზეიმო ღონისძიებები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ იმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და შემოქმედებითი ჯგუფები.