საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბათუმში

26 მაი 2024

ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.

დაგეგმილია კონცერტები, მოეწყობა ქართულ-ხალხური კუთხეები და ღვინის დეგუსტაცია, ასევე ბათუმელი მეწარმეების გამოფენა. ტრადიციულად 17:10 საათზე აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება.