დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები ბათუმში

25 მაი 2024

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს, ბათუმში, საზეიმო ღონისძიებები ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებები, მთელი დღის განმავლობაში, 07:00-დან 18:00-მდეა დაგეგმილი.

"ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

 

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია:

 

07:00-დან 18:00-მდე - სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა

 

12:00 - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ღვინის დეგუსტაცია, საბავშვო კუთხე

 

12:00 - კულტურის ცენტრის სასულე ორკესტრი

 

13:00 - ბენდი „Catfish“

 

14:00 - ბენდი „Bona dea“

 

15:00 - ბენდი „ქართული“ და ტრიო „გოგლაურა“

 

17:10 - რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა - საქართველოს ჰიმნი

 

18:00 - ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“, ვაჟთა და ქალთა ვოკალური ანსამბლები", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.