ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

25 მაი 2024

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ, გელაშვილმა სოციალურ ქსელ, LinkedIn-ზე დაწერა.

„საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს.

შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ.

კოლეგებს და პარტნიორებს - განსაკუთრებით მათ, ვისაც, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, პირადად ვერ დავემშვიდობე - მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!“ - წერს მირზა გელაშვილი.