ბათუმის “შავი ზღვის ბიჭები” საქართველოს ჩემპიონია

24 მაი 2024

ბათუმის “შავი ზღვის ბიჭები” საქართველოს ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია.

თბილისის ოლიმპიურ სპორტის სასახლეში ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ფინალურ შეხვედრაში “ქუთაისმა” ბათუმის “ბსბ” 29-28 დაამარცხა.

გამომდინარე იქედან, რომ ბათუმელებმა პირველი ფინალური მატჩი 25-17 გაიმარჯვეს ორი მატჩის ჯამში 53-46 ჩემპიონის ტიტული ბათუმელებს დარჩათ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “ბსბ”-მ იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასი მოიგო და საერთო ჯამში სეზონი დუბლით დაასრულა.

ბათუმის “შავი ზღვის ბიჭებს” ისტორიაში საქართველოს ჩემპიონობა 7-ჯერ, ხოლო საქართველოს თასი 5-ჯერ აქვთ მოგებული.