ბათუმის “შავი ზღვის ბიჭებმა” პირველ ფინალურ მატჩში “ქუთაისი” დაამარცხა

23 მაი 2024

თბილისის ოლიმპიურ სპორტის სასახლეში საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ფინალური შეხვედრა ბათუმის “შავი ზღვის ბიჭების” გამარჯვებით დასრულდა.

ბათუმელებმა “ქუთაისი 2015” 25:17 დაამარცხეს. ფინალის მეორე მატჩი ხვალ 18:00 საათზე გაიმართება.

პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სპორტი გადმოსცემს.