აიოვის შტატში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას ვარაუდობენ

23 მაი 2024

ამერიკის აიოვის შტატის  ქალაქ გრინფილდში ძლიერი ტორნადოს შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ათობით ადამიანი, მიწასთან გასწორებულია ათობით შენობა-ნაგებობა. აიოვას გუბერნატორი, კიმ რეინოლდსი, დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.

ადგილობრივი ხელისუფლება უსახლკაროდ დარჩენილებს თავშესაფრით, საკვებით, წყლით  უზრუნველყოფს. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ათასობით მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.