ქობულეთს სამი ახალი სტადიონი ექნება

22 მაი 2024

დაზიანებული და ამორტიზებული მინი საფეხბურთო სპორტული მოედნების რეაბილიტაციის პროცესი იწყება ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფლებში და ქალაქში, რისთვისაც ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა. 

როგორც მერიაში  ამბობენ, 8-ერთეული, სპორტული მოედნის, მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესის დროს, 5-სტადიონს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება  3-კი ახლიდან აშენდება.

სპორტული მოედნებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, ცხრაასი ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.