აშშ აიოვოს შტატს 12-მდე ტორნადომ გადაუარა

22 მაი 2024

ამერიკის აიოვას შტატის ქალაქ  გრინფილდში ძლიერი შტორმისა და 12-მდე ტორნადოს შედეგად  არის მსხვერპლი.

სტიქიამ გაანადგურა შენობა-ნაგებობები. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.   დაშავებულია ათზე მეტი ადამიანი.

იმის გამო, რომ ადგილობრივი საავადმყოფო ტორნადომ  დააზიანა, დაშავებულები ახლომდებარე ქალაქებში გადაიყვანეს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  ტორნადომ ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და ქარის ტურბინები.