ამერიკელი კონგრესმენის კანონპროექტი საქართველოზე - გამოხმაურებები

21 მაი 2024

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამია, რომლითაც მმართველი გუნდი, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს ეხმაურება.