გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

21 მაი 2024

გაეროს  უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ის ყველა ქვეყანას კოსმოსში სამუდამოდ ნებისმიერი იარაღის განთავსებას და გამოყენებას უკრძალავდა.

საბჭოს 15 წევრიდან რეზოლუციას 7-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის ჩინეთმა და ალჟირმა.  რეზოლუციის მისაღებად 9 ხმა იყო აუცილებელი.

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა წინააღმდეგ მისცეს ხმა. შვეიცარიამ - თავი შეიკავა. ვაშინგტონი  მოსკოვს კოსმოსში განსათავსებლად  ანტისატელიტური ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს, რასაც რუსეთი უარყოფს.