ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას მართავენ

16 მაი 2024

ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.

6 მაისის პარკში შეკრებილები აცხადებენ, რომ კანონპროექტი  საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს და ქვეყნის საგარეო კურსს.

ისინი ბათუმის ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ და ევროპის მოედანზე დაგეგმილ "დედების მარშს" შეუერთდებიან.