ეროვნული ვალუტა გაუფასურდა

16 მაი 2024

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ღირებულების მკვეთრად დაცემის პარალელურად, უფასურდება ეროვნული ვალუტაც.

დღეს ერთი დოლარის ყიდვა ეროვნული ბანკის კურსით  2 ლარად და 74  თეთრად შეგიძლიათ, 2 ლარი და 82 თეთრია დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებში.  ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც.