ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება

16 მაი 2024

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 119-ე შეხვედრა გაიმართება.

მონაწილეები გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს. ასევე, ქართული მხარე მოითხოვს ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას.