ზელენსკიმ ესპანეთსა და პორტუგალიაში ვიზიტები გააუქმა

15 მაი 2024

რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქზე  საჰაერო თავდასხმების სერიის წამოწყებისა და ფრონტის ხაზზე არსებული რთული ვითარების გამო უკრაინის პრეზიდენტმა 17 მაისს ესპანეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

ვიზიტის დროს ზელენსკი უსაფრთხოების შეთანხმების გასაფორმებლად ესპანეთის პრემიერ-მინისტრს უნდა შეხვედროდა.

დიპლომატიური წყაროების თანახმად, ესპანეთის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტს პორტუგალიაში გეგმავდა, რომელიც ასევე ფრონტზე ვითარების გამო გაუქმდა.