ვიზალიბერალიზაცია - მოლოდინები და შეფასებები 

26 მარ 2017

ყველამ უნდა გააცნობიეროს პასუხიმგებლობა და სიფრთხილე გამოიჩინოს, რათა თავი აარიდოს გაუგებრობებს – ძირითადად ამ შინაარსის განცხადებებს ავრცელებდნენ დღეს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში.  პოლიტიკური შეფასებები გააკეთეს მთავრობის წევრებმა. მათი განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი არ გახდება.