რუსულმა ძალებმა ხარკოვზე თავდასხმების სერია განახორციელა

15 მაი 2024

რუსეთმა ქალაქ ხარკოვზე საჰაერო თავდასხმების სერია განახორციელა, ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, დაშავდა სულ მცირე 20 ადამიანი.

რუსული არმიის ერთ-ერთი სამიზნე 20 სართულიანი საცხოვრებელი სახლი გახდა ქალაქის ცენტრში.

ხარკოვის პროკურატურამ ტელეგრამ-არხზე ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საცხოვრებელ კორპუსს მართვადი რაკეტები მოხვდა, განადგურებულია კორპუსის ეზოში  მდებარე 15 ავტოფარეხი.