ინდოეთში სარეკლამო ბანერმა 60-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

14 მაი 2024

ინდოეთის ფინანსურ დედაქალაქ მუმბაიში ძლიერი წვიმისა და ქარის  დროს მასიური სარეკლამო ბანერის  ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 60-ზე მეტი ადამიანი და ამდენივე დაშავებულია.   

კონსტრუქცია, სახლსა და ბენზინგასამართ სადგურს დაეცა. სარეკლამო ბანერის ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია გრძელდება. 

ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლთა რაოდენობის გაზრდას ვარაუდობს.