პარლამენტის სასახლეში 13 მაისიდან უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

12 მაი 2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე, მათ შორის, კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე, დაიშვებიან, მხოლოდ, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

„შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში.