10 მაი 2024
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმში ვიზიტით მყოფ ტრაპიზონის გუბერნატორ აზიზ ილდირიმთან და ართვინის გუბერნატორ ჯენგიზ უნსალთან, შეხვედრა გამართა.
აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.