79 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან

09 მაი 2024

79 წელი  ფაშიზმზე გამარჯვებიდან.  1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.  9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. 

,,ომს გამართლება არ აქვს“  - ასე ამბობენ  ომის მონაწილე ვეტერანები, რომლებიც ბათუმში ლეგენდარული კაპიტნის,  ანატოლი კაჭარავას  საფლავზე შეიკრიბნენ და მთავრობის წევრებთან ერთად  მის ბიუსტს პატივი მიაგეს.