რუსეთი ყველაფერს გააკეთებს გლობალური შეტაკების თავიდან ასაცილებლად - პუტინი

09 მაი 2024

ვლადიმერ პუტინმა  დასავლეთი გლობალური კონფლიქტის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა და თქვა, რომ არავის მისცემს უფლებას დაემუქროს მსოფლიოს უდიდეს ბირთვულ ძალას. ეს განცხადება პუტინმა  მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე გააკეთა.

პუტინმა  დასავლური ელიტა დაადანაშაულა იმაშიც, რომ დაივიწყეს საბჭოთა კავშირის გადამწყვეტი როლი ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში. 

რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს გლობალური შეტაკება, - განაცხადა პუტინმა წითელ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.

პუტინი, რომელმაც თავისი ჯარი უკრაინაში 2022 წელს გაგზავნა, ომს დასავლეთთან ბრძოლის ნაწილად მიიჩნევს.