ევროპარლამენტის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

09 მაი 2024

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ევროპის დღეს უკრაინაში ჩავიდა. კიევის რკინიგზის სადგურში მას უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი დახვდა. 

„დავბრუნდი მამაცთა მიწაზე, კიევში ევროპის დღეს“, – წერს რობერტა მეცოლა იქსის სოციალურ ქსელში. ეს მეცოლას  მესამე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ. 

პირველად იგი კიევში ომის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ ჩავიდა.