კასპში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ

08 მაი 2024

ტრაგედია კასპის მუნიციპალიტეტში. სოფელ კავთისხევში მდინარე კავთურამ გაიტაცა მანქანა, სადაც სამი მამაკაცი იჯდა. 

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მეხანძრე-მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. რაც შეეხება დანარჩენებს, სამიდან ერთმა მდინარიდან გამოსვლა შეძლო, ხოლო კიდევ ერთს შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ეძებენ.