უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

06 მაი 2024

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ქართველ მოხალისეთა ქვედანაყოფი "შავი არწივი" ავრცელებს.

მათივე განმარტებით, სოსო გუგუტიშვილი ავდეევკის მიმართულებაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა.

დღემდე უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.