ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

06 მაი 2024

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ლადო აფხაზავას, გუშინ თავს დაესხნენ. მისი განცხადებით, შემთხვევა ლანჩხუთში, მის საცხოვრებელთან მოხდა. ამასთან, აღნიშნა, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ ჯოხები.

პედაგოგმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა.