ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

25 მარ 2017

უსაფრთხო მოძრაობა, ჯარიმები და საპატრულო პოლიციის სანქციები გახდა 11 მარტის ბათუმში განვითარებული  მოვლენების მიზეზი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ  2 დღის წინ დაკავებული პირების ადვოკატები სამივე მათგანი სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე 18 პირია დაკავებული. მათი  წინასასამართლო პროცესი 8 მაისსაა ჩანიშნული.