გლობალური სამშვიდობო სამიტი რუსეთის გარეშე გაიმართება - კულება

02 მაი 2024

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გლობალურ სამშვიდობო სამიტი რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე გაიმართება.

ახლა აზრი არ აქვს მოლაპარაკებებში აგრესორი სახელმწიფოს ჩართვას, რომლისგანაც კეთილსინდისიერ ქმედებას არ უნდა ველოდოთ - განაცხადა კულებამ და ორი გზა დაასახელა, რომლითაც შეიძლება რუსეთის მთავრობის კეთილსინდისიერად მოქმედებამდე მიყვანა: პირველი არის წარმატება ბრძოლის ველზე და მეორე არის ქვეყნების კოალიციის შექმნა, რომლებიც იზიარებენ ერთსა და იმავე პრინციპებსა და მიდგომებს.