02 მაი 2024
ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ჩქაროსნული გზის მონაკვეთის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა 36 და დაშავდა 30 ადამიანი.
მსხვერპლი გამოწვეულია იმითაც, რომ საპირველმაისო არდადეგებზე ქვეყანაში მილიონობით ადამიანმა იმოგზაურა. გზის ჩამოშლის დროს მიწის მასამ 23 ავტომობილი ჩაიტანა.
გუანდუნგის პროვინციაში აპრილის ბოლოდან ძლიერი წვიმა და სეტყვაა, მეწყრული მოვლენები, ღვარცოფი გამოიწვია.