თბილისში, რამდენიმე ადგილას აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ

01 მაი 2024

თბილისში, რამდენიმე ადგილას, მათ შორის, იუსტიციის სახლთან და მშრალ ხიდთან აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ისინი გამვლელ ავტომობილებს გადაადგილებაში ხელს უშლიან.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ავტომობილების მძღოლებს, უკან გაბრუნდნენ ან აქციას შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან რჩება.