30 აპრ 2024
პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე ვითარება დაძაბულია.
ადგილი აქვს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას.
პოლიცია ცდილობს დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე ჩაიყვანოს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიციელების მხრიდან მოხდა პროვოკაცია.
შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, აქციის მონაწილეები ბოთლებს ისროდნენ პოლიციელების მიმართულებით.
სამართალდამცველებს აქციის ზოგიერთი მონაწილე ტერიტორიიდან გაჰყავს.