ბათუმში რუსეთის მოქალაქე დაჭრეს

25 მარ 2017

ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა და მის დასაკავებლად ოპერატიული ღონისძიებები ტარდება. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე მე-19 და 108-ე მუხლებით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით დაჭრილი არა უკრაინის არამედ რუსეთის მოქალაქეა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. შეგახსენებთ, 40 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 24 მარტს, გვიან ღამით დაჭრეს.