პერუში ავტოკატასტროფის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა

30 აპრ 2024

25 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა ჩრდილოეთ პერუს ანდების მთებში ავტოკატასტროფის შედეგად. სამგზავრო ავტობუსი მკვეთრი მანევრირებისას გადაბრუნდა და ფერდობიდან მდინარეში ჩავარდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტრაგედიის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.