ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილზე ავიაიერიში მიიტანეს

30 აპრ 2024

ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ, სამხედრო ოპერაციას აქტიურად განაგრძობს. ცაჰალის ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილზე.

პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, დაიღუპა 4 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. უწყების მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, საომარ მოქმედებებს 34 ათას 500 ადამიანი შეეწირა.

პარალელურად, იემენელი „ჰუსიტების“ განცხადებით, წითელ ზღვაში ორ ამერიკულ გამანადგურებელსა და ხომალდ CYCLADES-ს დაარტყეს, ინდოეთის ოკეანეში კი -ხომალდ MSC Orion-ს.

აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც დაჯგუფების სამხედრო პრესსპიკერმა, იაჰია სარიმ გაავრცელა, ამერიკულ მხარეს, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.