ოკლაჰომას ძლიერმა ტორნადომ გადაუარა

29 აპრ 2024

ოთხი ადამიანი, მათ შორის ოთხი თვის ბავშვი  დაიღუპა  ტორნადოს შედეგად  ოკლაჰომაში.  ძლიერმა ქარმა  დაგლიჯა ხეები, გაანადგურა შენობა-ნაგებობები, დააზიანა გზები. საგანგებო სამსახურებმა 7 მილიონზე მეტი ამერიკელი ტორნადოს შესახებ გააფრთხილა.

ძლიერ ქარს,  წვიმასა და სეტყვას პროგნოზირებდა ამინდის ეროვნული  სამსახურიც, რომელმაც მოსალოდნელი სტიქიის შესახებ აღმოსავლეთ ტეხასში, ილინოისსა და ვისკონსინში მცხოვრები  47 მილიონზე მეტი ადამიანი გააფრთხილა.