ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა

29 აპრ 2024

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი  ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ტურნეს საუდის არაბეთიდან იწყებს. ბლინკენი შეხვდება არაბ პარტნიორებს და განიხილავს ღაზაში არსებულ მდგომარეობას და მის მომავალ ბედს, ასევე  ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე ზეწოლას კონკრეტული ნაბიჯების მისაღწევად, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა მოითხოვა ღაზაში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

რიადში ბლინკენი შეხვდება საუდის არაბეთის  ლიდერებს და გამართავს მოლაპარაკებებს ხუთი არაბული სახელმწიფოს  - კატარის, ეგვიპტის, საუდის არაბეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ღაზის სექტორის მომავლის შესახებ.

ბლინკენი ასევე დაესწრება სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს მინისტრთა შეხვედრას, რათა გააძლიეროს კოორდინაცია რეგიონულ უსაფრთხოების საკითხებზე.