ბათუმობა 2024 

27 აპრ 2024

დილიდან ხალხმრავლობაა ბათუმის ბულვარში, სადაც დილიდან სხვადასხვა აქტივობა იმართება. აქტიურ ფაზაშია ყიდვა-გაყიდვის პროცესი, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები და ნაწარმია წარმოდგენილი.

5 საათიდან კი საზაფხულო თეატრთან სპეციალურად მოწყობილ სცენას სხვადასხვა მუსიკალური ბენდები და ინდივიდუალური შემსრულებლები დაიკავებენ, შემდეგ კი სცენაზე ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ანსამბლს ვიხილავთ. 

დღევანდელ საღამოს კი დიჯეი დაასრულებს.