აჭარის ლიგა ხულოში

21 აპრ 2024

ხულოს მუნიციპალიტეტმა აჭარის რეგიონული ლიგის მხიარულთა და საზრიანთა შეჯიბრის ჩემპიონატს უმასპინძლა. აქტივობაში აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის - ქობულეთის, ქედას, შუახევის, ხულოს, და ხელვაჩაურის გუნდები მონაწილეობდა.

ახალგაზრდებისგან შემდგარ გუნდებში გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშე, თასი კი მასპინძელ გუნდს ხულოს ,,იანგმუხა"-ს გადაეცა.

მონაწილე გუნდებს ერთი თვის განმვალობაში უტარდებოდათ შესაბამისი ვორქშოპები და რეპეტიციები.

ღონისძიება ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, უკვე მეხუთედ ჩატარდა.